მასშტაბური საპროტესტო აქციები იემენში. სანაში გაეროს შტაბთან ათასობით ადამიანი შეიკრიბა. მათ შიიტურ რაიონში კოალიციის მიერ განხორციელებული ავიადარტყმები გააპროტესტეს, რასაც 140-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. აქციის მონაწილეებმა იემენის წინააღმდეგ აგრესიაში საუდის არაბეთი დაადანაშაულეს, სადაც ქვეყნიდან გაქცეული იემენის პრეზიდენტი აფარებს თავს. ერ-რიადი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.