შეტაკებები ლიბიაში. ქალაქ სიტრში მასშტაბური ანტიტერორისტული ოპერაცია ტარდება. სახელისუფლო ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში ისლამური სახელმწიფოს 70-მდე მებრძოლი მოკლეს. არმიის სპეცდანაყოფებმა ისლამისტებისგან სტრატეგიული მნიშვნელობის ეზ-ზავავის რაიონი გაწმინდეს, რომელიც ლიბიაში ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენად ითვლებოდა.