აშშ სამხრეთ-დასავლეთ შტატებს ქარიშხალმა მეთიუმ გადაუარა. სტიქიამ 16 ადამიანი იმხვერპლა. ქარიშხალმა და წყალდიდობამ გასაკუთრებით ჩრდილოეთ კაროლინა დააზარალა. დანგრეულია საცხოვრებელი სახლები. განადგურებულია ინფრასტრქუტურა. ძლიერმა ქარმა ელექტროგადამცემი სისტემა დააზიანა, რის გამოც მილიონამდე აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. მეთიუ კარიბის ზღვის აუზში ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე დამანგრეველი ქარიშხალი აღმოჩნდა. ქარიშხლის სიჩქარემ საათში 230 კილომეტრი შეადგინა.