ხვალ, 2 ივნისს, 12:00 საათზე, საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართება. სხდომა სახელმწიფო კანცელარიაში საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით ჩატარდება. ამის შესახებ ""ჯი-ეიჩ-ენს" სახელმწიფო კანცელარიიდან აცნობეს.
თუ რა საკითხები განიხილება სხდომაზე, ჯერჯერობით უცნობია.
აღსანიშნავია, რომ 30 მაისს ჩატარებული არჩევნების შედეგ საქართველოს მთავრობა ხვალ პირველად შეიკრიბება.