ჰილარი კლინტონმა სამსახურეობრივი მიზნით პირადი ელექტროფოსტის გამოყენებისთვის ბოდიში კიდევ ერთხელ მოიხადა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა მას დებატებზე სკანდალური ეპიზოდი შეახსენა.
„დიახ, ეს შეცდომა იყო, რაზეც პასუხესმგებლობას სრულად ვიღებს. მე არ ვცდილობ თავის მართლებას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ შევცდი,“-აღნიშნა კლინტონმა.