იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტად აირჩევენ, დონალდ ტრამპი პროკურატურას ჰილარი კლინტონის ელექტრონული ფოსტის შემოწმების განკარგულებას მისცემს. ამის შესახებ პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა ვაშინგტონში გამართულ რიგით მეორე დებატებზე განაცხადა, რასაც კლინტონის რეპლიკა მოჰყვა: „ბატონ ტრამპის ტემპერამენტს თუ გავითვალისწინებთ, ბედნიერები უნდა ვიყოთ, რომ ის ჩვენს ქვეყანაში კანონების გამოყენებას არ აკონტროლებს.“ „დიახ, ამ შემთხვევაში თქვენ ციხეში იქნებოდით,“-უპასუხა ტრამპმა.