ვაშინგტონში საპრეზიდენტო კანდიდატთა მეორე დებატები გაიმართა. ამჯერად ჰილარი კლინტონი და დონალდ ტრამპი ერმანეთს სენტ-ლუისის უნივერსიტეტში დაუპირისპირდნენ. როგორც მოსალოდნელი იყო, კლინტონმა რესპუბლიკელი კონკურენტის წინააღმდეგ ახალი კომპრომანტი გამოიყენა და ის სექსიზმსა და ქალების შეურაცხყოფაში დაადანაშაულა. საქმე ეხება გასულ კვირას გავრცელებულ 2005 წლის ვიდეოჩანაწერს, რომელშიც ტრამპი ტრაბახობს, თუ როგორ კოცნიდა ქალებს და როგორ კიდებდა ხელს ინტიმურ ადგილებზე. მილიარდერმა ვიდეოჩანაწერზე კომენტარი უკვე გააკეთა და განაცხადა, რომ ეს უბრალო ხუმრობა იყო, დებატებზე კი კონკურენტს ბილ კლინტონის თავგადასავლები შეახსენა: „თქვენი ქმარი უარეს დღეში იყო. ქალებს ის ჩემზე აქტიურად აწუხებდა.“