გერმანიაში ტერაქტის მზადებაში ეჭვმიტანილი კიდევ ერთი პირი დააკავეს. სპეცოპერაცია ქალაქ ჰემნიცში ჩატარდა. დაკავებული 22 წლის სირიელი ჯაბერ ალ-ბაქრია, რომელიც მიმალვაში იმყოფებოდა. მანამდე პოლიციამ ტერაქტის მზადებაში ეჭვმიტანილი კიდევ 3 პირი დააკავა. მათი ბინიდან სამართალდამცავებმა ასაფეთებელი ნივთიერებები ამოიღეს.