რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვაშინგტონს გაფრთხილებას აძლევს. ვრცელი ინტერვიუ სერგეი ლავროვმა რუსეთის პირველ არხს მისცა.
„როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, თეთრი სახლის ადმინისტრაციის ზოგიერთი წევრი პრეზიდენტ ობამას სირიაში ძალის გამოყენებისკენ მოუწოდებს, რაც ძალიან სახიფათო სცენარი იქნება. ჩვენი ძალები იმყოფებიან სირიაში ქვეყნის კანონიერი ხელისუფლების თხოვნით. ჩვენ სირიაში გვაქვს 2 სამხედრო ბაზა და ანტისაჰაერო სისტემები, რომელსაც ჩვენი ობიექტების დასაცავად გამოვიყენებთ,“_აღნიშნა ლავროვმა.