H1N1 ვირუსის საქართველოში გავრცელების საფრთხესთან დაკავშირებით დღეს ჯანდაცვის მინისტრმა საგანგებო განცხადება გააკეთა.
"საქართველოში რეგისტრირებულია დაავადების 27 შემთხვევა. ყველა მათგანი საზღვარგარეთიდან არის შემოტანილი და ადგილზე დაავადება არ გავრცელებულა," - განაცხადა კვიტაშვილმა.
მისივე განცხადებით, H1N1 ვირუსის შემთხვევები საქართველოში იანვარში მოიმატებს.
უკრაინაში დაავადების შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ H1N1 ვირუსის გავრცელება უფრო დასავლეთ უკრაინაში ფიქსირდება.
დღესმ ჯანდაცვის მინისტრი უკრაინის ელჩს შეხვდება და მისგან მიიღებს ინფორმაციას, თუ რა ხდება დაავადების გავრცელებასთან დაკავშირებით უკრაინაში, რის შემდეგაც ოფიციალური თბილისი გადაწყვეტილებას მიიღებს, თუ რა დახმარების აღმოჩენა შეუძლია უკრაინისათვის.
ბოლო მონაცემებით, უკრაინაში H1N1 გრიპის ეპიდემიით დაღუპულთა რიცხვმა 55-ს მიაღწია.