მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა კლუბის ბაზაზე ინტერნეტის მოხმარება აკრძალა. ხოსეპ გვარდიოლამ მოედანზე Wi-Fi-ის გამორთვა მოითხოვა. ბაზის ტერიტორიაზე აღარც მობილური ინტერნეტი მუშაობს. „მას სურს, უფრო მეტი კონტაქტი გვქონდეს ერთმანეთთან, ვიდრე ინტერნეტთან. ჩვენ 3G-საც ვეღარ ვიყენებთ,“-აცხადებს სიტის მცველი პაბლო საბალეტა.