რუს ჩოგბურთელს, მარია შარაპოვას დისკვალიფიკაციის ვადა შეუმცირეს. სპორტის საარბიტრჟო სასამართლოს (CAS) გადაწყვეტილებით, ტურნირებში მონაწილეობის მიღებას შარაპოვა 26 აპრილიდან შეძლებს. 8 ივნისს ჩოგბურთის საერთაშორისო ასოციაციამ (ITF) რუს სპორტსმენს 2 წლიანი დისკვალიფიკაცია მისცა. შარაპოვამ დოპინგ ტესტი ვერ გაიარა.