საფეხბურთო კლუბი გორის "დილა" ებრაულმა ბიზნეს-ჯგუფმა იყიდა. ახალმა მეპატრონემ კლუბში 344 ათასი ლარი გადაიხადა. ცნობილი ხდება ისიც, რომ ებრაელი მეპატრონეები "დილას" 750 ათასიან დავალიანებას მთლიანად გაისტუმრებს. გარდა ამისა, კლუბის განვითარების საქმეში დამატებით 600 ათასი ლარი ჩაიდება. სოლიდური თანხა ინფრასტრუქტურისა და ბავშვთა ფეხბურთის განვითარებას მოხმარდება. რაც შეეხება თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონს, ის კვლავ გორის მერიის დაქვემდებარებაში დარჩება.