"ლივერპულის" ყოფილ ფეხბურთელს, სტივენ ჯერარდს ამერიკულ "ლოს ანჯელეს გელაქსისთან" კონტრაქტის გახანგრძლივება არ სურს. ამის შესახებ გამოცემა „მირორი“ იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელს კონტრაქტის ვადა ნოემბერში ეწურება, რის შემდეგაც ის შესაძლოა მშობლიურ "ლივერპულში" დაბრუნდეს. კლუბში ის სავარაუდოდ მოთამაშე მწვრთნელის ფუნციას შეასრულებს.