კრიშტიანუ რონალდუმ ლისაბონში საკუთარი სასტუმრო გახსნა. ფეშენებლურ შენობაში 82 ნომერია. ეს პორტუგალიის ნაკრების კაპიტნისა და „მადრიდის რეალის“ თავდამსხმელის მეორე სასტუმროა. პირველი ფეხბურთელმა კუნძულ მადეირაზე გახსნა. „დიდხანს ვფიქრობდი, რით დავკავდებოდი საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ. მიუხედავად იმისა, კიდევ 10 წელი შემიძლია თამაში, ვფიქრობ ბიზნესზე ფიქრი ნაადრევი არაა,“-აცხადებს რონალდუ. 31 წლის ფეხბურთელი კიდევ ორი სასტუმროს გახსნას მადრიდსა და ნიუ-იორკში აპირებს. რონალდუ პორტუგალიურ კომპანია „პესტანა გრუპთან“ თანამშრომლობს, რომელშიც 75 მილიონიანი ინვესტიცია ჩადო.