კახეთში ჩოგბურთის ტურნირის „ლოპოტას თასი - 2016“ ფინალი დასრულდა
“ლოპოტას თასი 2016”-ის ფინალში ქალ და ვაჟ ჩოგბურთელთა დუელები გულშემატკივრებისემოციების ფონზე დასრულდა და გამარჯვებულები გამოვლინდნენ: ქალთა შორის წარმატებანარინე ეტარიანმა, მამაკაცებში გელა გელაშვილმა, ხოლო წყვილთა თანრიგში გელა გელაშვილმა და გიორგი გიორგაძემ მოიპოვეს.
ტურნირში I, II და III ადგილების მფლობელებს მედლები და სოლიდური ფულადი ჯილდო, ხოლოსხვა მონაწილეებს სპონსორი კომპანიების მიერ დაწესებული სპეციალური პრიზები გადაეცათ.ტურნირის საპრიზო ფონდმა 25 000 ლარი შეადგინა.
ჩოგბურთის ტურნირი 2 ოქტომბერს, “ლოპოტა სპა რეზორტზე” წვეულებით და ხალხური სიმღერისაკომპანიმენტით დაიხურა. ღონისძიება “საქართველოს მოყვარულ ჩოგბურთელთა ფედერაციისა” დასასტუმრო-კომპლექს “ლოპოტა სპა რეზორტის” ორგანიზებით წელს მესამედ ჩატარდა და მასშიმხოლოდ მოყვარული ჩოგბურთელები მონაწილეობდნენ. “ლოპოტას თასი 2016”-ის გენერალურისპონსორები კომპანია ”APC” და ”ARIC GROUP” არიან.