1-ელ ივნისს, "ელიტ ელექტრონიქსი" ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მიულოცავს თბილისის #1 და აჭარაში - სოფელ ურუხის ბავშვთა სახლების მზრუნველობამოკლებულ პატარებს. კომპანიის წარმომადგენლები მათ საჩუქრად მიუტანენ BOSCH-ის ტექნიკას, ამავე ბრენდის საბავშვო მტვერსასრუტებსა და ბარამბოს ტკბილეულობას.
პარალელურად, ბავშვთა დღესთან დაკავშირებით (მხოლოდ 1-ელ ივნისს), ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც შეიძენს "ბოშის" საყოფაცხოვრებო ტექნიკას, საჩუქრად მიიღებს მტვერსასრუტს.