უბედური შემთხვევა გლაზგოში. შოტლანდიელა მოკრივემ მაიკ ტოუელმა დეილ ევანსთან ორთაბრძოლაში სასიკვდილო ტრავმა მიიღო. მოწინააღმდეგემ ის პირველ რაუნდში ნოკდაუნში ჩააგდო, თუმცა 25 წლის ტოუელმა ბრძოლა გააგრძელა. მეხუთე რაუნდში ის მეტოქემ ნოკდაუნში კიდევ ერთხელ გაგზავნა. გონებადაკარგული მოკრივე მძიმე ტრავმით ახლომდებარე კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. მაიკ ტაუელს, იგივე „რკინის მაიკს“ხანმოკლე კარიერის მანძილზე არცერთი ბრძოლა არ ჰქონდა წაგებული. მას 11 მოგება და ერთი ფრე ჰქონდა.