ლონდონის "არსენალის" მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი არ გამორიცხავს, რომ ინგლისის ნაკრების მწვრთნელობას დათანახმდეს.
"დღესდღეობით ჩემთვის პრიორიტეტული არსენალში მუშაობაა. ეს ჩემი გუნდია, მაგრამ თუკი ერთ დღესაც უსაქმოდ დავრჩები, შეიძლება ნაკრების მწვრთნელობას დავთანხმდე,“-აცხადებს ფრანგი სპეციალისტი.
ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გუნდიდან სემ ელარდაისი წავიდა. ვენგერი მწვრთნელობის ერთ-ერთ კანდიდატად განიხილება.