უელსის ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი აარონ რემზი საქართველოს წინააღმდეგ ვერ ითამაშებს. მან ტრავმა ერთი თვის წინ მიიღო, რის გამოც ავსტრიელებთან შეხვედრასაც გამოტოვებს. 9 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩს სტუმრად უელსის ნაკრებთან გამართავს.