მადრიდის რეალის თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო ბორუსიასთან შეხვედრის ვიდეოჩანაწერის გაშიფვრას მოითხოვს. პორტუგალიელის მტკიცებით, მსაჯმა მისი გოლი შეცდომით არ ჩათვალა. როგორც რონალდო ირწმუნება, ბორუსიელთა კარში დარტყმის მომენტში ის თამაშგარე მდგომარეობაში არ იმყოფებოდა. დორტმუნდში მადრიდელებმა ფრე 2:2 ითამაშეს.