რომში, ვენეციასა და ფლორენციაში, შესაძლოა, "ტურისტული გადასახადები" შემოიღონ. აღნიშნულ ქალაქებში ტურისტების ჩასვლაზე,
შესაძლოა, ყოველდღიური გადასახადი დააწესონ.
სასტუმროს კლასიდან გამომდინარე, გადასახდელმათანხამ, შესაძლოა, 10 ევროს მიაღწიოს. თუმცა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ.
თუ "ტურისტული გადასახადის" მოწინააღმდეგეები ეკონომიკის გამკაცრების სიიდან მის ამოღებას ვერ შეძლებენ, მაშინ იტალიის ქალაქებში ჩასულ ტურისტებს გადასახადის გადახდა უკვე მომავალი წლიდან მოუწევთ.