საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის მე-8 საკვალიფიკაციო ჯგუფში პირველივე შეხვედრაში დამარცხდა.
გურამ ასპინძელაშვილის შეგირდები ბულგარელ თანატოლებს ბდაუპირისპირდნენ და მინიმალური ანგარიშით, 0:1 დამარცხდნენ. მატჩის ერთადერთი გოლი 36-ე წუთზ, ილია გრუევმა 11-მეტრიანი ნიშნულიდან გაიტანა.
ქართველი 17-წლამდელები მომდევნო შეხვედრას 30 სექტემბერ, ფინეთთან გამართავენ, 3 ოქტომბერს კი შვედებს შეხვდებიან. ტურნირის ელიტრაუნდის საგზურს ჯგუფის ორი საუკეთესო ნაკრები მოიპოვებს.