საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცმებებით, აპრილი საბანკო სექტორმა მოგებით დაამთავრა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სებ-იდან აცნობეს, მოგებამ თვის შედეგებით 9.0 მლნ ლარი, ხოლო წლის დასაწყისიდან 24.4 მლნ ლარი შეადგინა
"აპრილი, ისევე როგორც წინა თვე, საბანკო სექტორმა მოგებით დაამთავრა. მოგებამ თვის შედეგებით 9.0 მლნ ლარი, ხოლო წლის დასაწყისიდან 24.4 მლნ ლარი შეადგინა.
ხუთი უმსხვილესი აქტივების მქონე ბანკის წილი საბანკო სექტორის მთლიან აქტივებში წინა თვესთან შედარებით 0.2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 79.0 პროცენტი მიაღწია", _ განნარტავენ სებ-ში.
საქართველოს საბანკო სექტორი 19 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 13 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 2 - უცხოური ბანკის ფილიალით.
წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 244.4 მლნ ლარით, ანუ 2.9 პროცენტით გაიზარდა და 8717.4 მლნ ლარი შეადგინა. საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 1554.1 მლნ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 17.8 პროცენტია.
უცხოური კაპიტალის მონაწილეობამ ბანკების მთლიან განაღდებულ საწესდებო კაპიტალში 77.0 პროცენტი შეადგინა.