საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცმებებით, 2010 წლის აპრილის განმავლობაში ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა1.4 პროცენტით ანუ 28.5 მლნ ლარით გაიზარდა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სებ-იდან აცნობეს, 1 მაისისათვის ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობამ 2.1 მლრდ ლარს მიაღწია.
'
შეგახსენებთ, რომ ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), მიმდინარე წლის 1-ლი მაისის მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით, 2.9 პროცენტით გაიზარდა და 5.5 მლრდ ლარს მიაღწია.