საქართველო და ირანი ხორცის პროდუქტების იმპორტზე და საქრათველოში საქონლის სასაკლაოს მშენებლობაზე შეთანხმდნენ.
თეირანში საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი ირანელ კოლეგას სადეკ ჰალილიანს შეხვდა, სადაც სოფლის მეურნეობის სფეროში ორი ქვეყნის ურთთიერთობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოს ტერიტორიაზე სათბურების მშენებლობასა და ირანის პროდუქციის ექსპორტს.
ცნობისათვის, ირანში ხორცის წარმოების მოცულობა 2009 წელს 79 ათასი ტონით გაიზარდა და 2 მლნ 511 ათასი ტონა შეადგინა. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2009 წელს ირანმა 146 ათასი ტონა ხორცის იმპორტი და 27 ათასი ტონის ექსპორტი განახორციელა. გასულ წელს ირანში ხორცის მარაგმა 2 მლნ 630 ათასი ტონა შეადგინა.