ალეპოში 2 მილიონამდე ადამიანი სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი. ამის შესახებ გაეროს ბავშვთა ფონდი „იუნისეფი“ იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად დაზიანებული მილსადენის შეკეთება ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების გამო ვერ ხერხდება. უწყლობის გამო ქალაქს ეპიდემიის საფრთხე ემუქრება.