რუსეთი ტერორისტული იდეოლოგის გავრცელების წინააღმდეგ საბრძოლველად უშიშროების საბჭოში რეზოლუციის ახალ პროექტს წარადგენს. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე განაცხადა. მისივე თქმით, ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში ორმაგი სტანდარტები დაუშვებელია. „ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ გაერთიანებული ანტიტერორისტული ფრონტი და უარი უნდა ვთქვათ საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესებისთვის ექსტრემისტული დაჯგუფებების გამოყენებაზე,“-აღნიშნა ლავროვმა.