მაიამიში შიშველი ტრამპის ქანდაკება მოიპარეს. სკულპტურა ვინვუდის რაიონიდან გაუჩინარდა. თვითმხილველთა ჩვენებით, გვიან ღამით შენობის სახურავზე 3 მამაკაცი აძვრა. მათ სახურავიდან ქანდაკება ჩამოხსნეს და სატვირთო მანქანით წაიღეს. ტრამპის 5 შიშველი ფიგურა სკულპტორებმა არასამთავრობო ორგანიზაცია Indecline-ს შეკვეთით ჩამოასხეს. იდენტური ქანდაკებები მაიამიში, სან-ფრანცისკოში, ნიუ იორკში, კლივლენდსა და სიეტლში დაიდგა. ამით არასამტავრობოებმა საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის მონაწილეობა გააპროტესტეს.