საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ეროვნულ გუნდს ვერც მომდევნო ორ მატჩში დაეხმარება. "რეიმსის" ქართველი ნახევარმცველი ოპტიმალურ ფორმაში ვერ იმყოფება და ვერც ფრანგულ კლუბთან ერთად ვარჯიშობს. მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ქართველები 6 ოქტომბერს ირლანდიას დაუპირისპირდებიან, 9 ოქტომბერს კი კარდიფში უელსს შეხვდებიან. დუბლინში არაოპტიმალური შემადგენლობით დამოვლენ ირლანდიელებიც. მოედანზე მათ 3 წამყვანი ნახევარმცველი არ ეყოლებათ.