ფხენიანი გუამის კუნძულის მიწასთან გასწორებით იმუქრება. ჩრდილოეთ კორეის სახალხო არმიის გენერალური შტაბის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ამერიკული ავიაცია სამხრეთ კორეის საჰაერო სივრცეში ფრენებს არ შეწყვეტს, ისინი იერიშს გუამის ამერიკულ ბაზაზე მიიტანენ.“ჩრდილოეთ კორეის ბირთვული არსენალი შეერთებულ შტატებს სამხედრო გეგმებზე უარის თქმას აიძულებს. მათ კორეის ნახევარკუნძული უნდა დატოვონ“-ნათქვამია განცხადებაში.