ნოვაკ ჯოკოვიჩმა და სერენა უილიამსმა მილანში მორიგი სანახაობა მოაწყვეს. სერბმა და ამერიკელმა ჩოგბურთელებმა საქველმოქმედო ღონისძიებაზე საღამოს კოსტიუმებით ითამაშეს. ღონისძიება დიზაინერ ჯორჯო არმანის მიერ იყო ორგანიზებული. მიღებული შემოსავალი ჯოკოვიჩის საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხება, რომელიც გაჭირვებული ოჯახების ბავშვებს აფინანსებს.