საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის „სპარტაკის“ ფეხბურთელის, ჯანო ანანიძის გამოცემა O Globo-ს მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში კვირის საუკეთესო გოლებს შორის დასახელდა. ეფექტური გოლი ქართველმა რუსეთის პრემიერლიგის ბოლო ტურში "ორენბურგის" კარში გაიტანა. მიმდინარე სეზონზე ჯანო სპარტაკის რიგებში განსაკუთრებული შედეგიანობით გამოირჩევა. ანანიძემ თავი ეროვნულ ნაკრებშიც გამოიჩინა. ავსტრიის ნაკრებს მან ბრწყინვალე გილი გაუტანა.