ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა პოლ გასკოინმა დანაშაული აღიარა. საქმე ეხება ქალაქ ვულვერჰემფთონში გასული წლის 30 ნოემბერს მომხდარ ინციდენტს, როდესაც გასკოინმა რასისტული შინაარსის ხუმრობით სატელევიზიო შოუს დაცვის წევრი შეურაცხჰყო. მანამდე ფეხბურთელი ბრალდებას არ აღიარებდა. გასკოინი ინგლისის ნაკრების ღირსებას 1988-1998 წლებში იცავდა. ეროვნული გუნდის შემადგენლობაში მან 57 შეხვედრა ჩაატარა.