ბელორუსი დამკვირვებლების შეფასებით, თბილისში არჩევნებმა ღია და გამჭვირვალე გარემოში ჩაიარა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ბელორუსის საარჩევნო კომისიის მდივანმა ნიკოლა ლაზოვიკმა განუცხადა.
"თბილისსი არჩევნების მიმდინარეობისას არც ერთი დარღვევა არ დაგვიფიქსირებია. აღნიშნულთან დაკავშირებით, სხვა დამკვირველებს და პარტიების წარმომადგენლებსაც ვესაუბრეთ, თუმცა მათი ინფორმაციით, საარჩვენო უბნებზე ინციდენტები არ ყოფილა", - განაცხადა ლაზოვიკმა.
ამ დროისთვის საარჩვენო უბნებზე ხმის მიცემის პროცედურა უკვე შეწყვეტილია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში მიმდინარე თვითმმართველობის არჩევნებზე კენჭისყრა მთელი ქვეყნის მასშტაბით 08:00 საათზე დაიწყო. კენჭისყრა ტარდება 3694 საარჩევნო უბანზე, რომელიც საქართველოს მასშტაბით 73 ოლქის ტერიტორიაზეა განლაგებული.
ამომრჩევლები მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების - საკრებულოების, ასევე ქალაქ თბილისის მერის არჩევნებში. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად საქართველოს 3 საარჩევნო ოლქში (№7 ჩუღურეთის, №12 გურჯაანისა და №60 ოზურგეთის) აირჩევენ საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ კანდიდატებს.
თბილისის მერის არჩევნებში 9 კანდიდატი მონაწილეობს, თითოეულ საოლქო საარჩევნო კომისიაში კი - პოლიტიკური პარტიები და მათი მაჟორიტარი კანდიდატები. არჩევნებში მონაწილეობს 3 საარჩევნო ბლოკი და 14 პოლიტიკური სუბიექტი. კენჭისყრა გაგრძელდება 20:00 საათამდე. 24-საათიან რეჟიმში მუშაობს ცესკოს ცხელი ხაზი 51-00-51.