ეგზიტპოლების 16:00 საათისთვის დაფიქსირებული შედეგების მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობა" ლიდერობს.
კომპანია "ედისონ რესერჩის" კვლევის თანახმად, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი, "ნაციონალურ მოძრაობა" 60 პროცენტით ლიდერობს.
მეორე ადგილზეა "ალიასნი საქართველოსთვის" 16 პროცენტით, "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" - 10 პროცენტი; "ეროვნული საბჭო" - 7 პროცენტი; ხოლო მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" - 5 პროცენტო.
"ედისონ რესერჩის" წარმომადგენლების განცხადებით, ეგიტპოლების საბოლოო შედეგები მოგვნიანებით გახდება ცნობილი.