ეგზიტპოლების მიხედვით, თბილისის მერობის კანდიდატებს შორის გიგი უგულავა ლიდერობს.
კომპანია "ედისონ რისერჩის" მიერ მიერ ჩატარებული კვლევებით, 16:00 საათისთვის მმართველი გუნდის კანდიდატს მხარი გამოკითხულთა ამომრჩევლების 61-მა პროცენტმა დაუჭირა.
მეორე ადგილზეა"ალიანსის" საქართველოსთვის ლიდერი ირაკლი ალასანიაა - 17 პროცენტით, მომდევნო ადგილზეა "ქრისტიან-დემოკრატების" მერობის კანდიდატი გია ჭანტურია 10 პროცენტით, ეროვნული საბჭოს კანდიდატი ზვიად ძიძიგური _ 6 პროცენტი, ხოლო "მრეწველების კანდიდატი გოგი თოფაძე - 5 პროცენტი.
როგორც "ედისონ რესერჩის" წარმომადგენელმა განაცხადა, ესააა მხოლოდ კვლევა. შესაძლებელია, ცდომილებაც დაფიქსირდეს, მაქსიმალური 2 პროცენტით.