მოსკოვის სპარტაკის ქართველი ფეხბურთელი ჯანო ანანიძე ბრწყინვალე ფორმაშია. რუსეთის პრემიერ-ლიგის 7 ტურში მან 4 გოლი გაიტანა. ჩემპიონთა ლიგის გასვლით შეხვედრაში ჯანომ კვიპროსული აეკის კარშიც შეაგდო. სპარტაკის ფორვარდმა თავი ეროვნული ნაკრების რიგებშიც გამოიჩინა, როდესაც ავსტრიის კარის მიმართულებით 35 მეტრიდან გაისროლა. ულამაზესი ბურთი გაიტანა მან გუშინ ორენბურგის კარშიც. ქართველი ფეხბურთელით უკვე დაინტერესდა რამდენიმე ესპანური კლუბი.