კვიპროსის საფეხბურთო კლუბი „ნეა სალამინა“ეკიპირების გარეშე დარჩა. ფეხბურთელებს გასახდელიდან ბუცები და ხელთათმანები მოპარეს. მძარცველი გასახდელში სავარაუდოდ ფანჯრიდან გადავიდა. იმის გათვალისწინებით, რომ წყვილი ბუცი 200 ევრო ღირს, კლუბმა 14000 ევროს ზარალი ნახა. გასახდელიდან 70 წყვილი ბუცი და რამდენიმე წყვილი ხელთათმანი გაუჩინარდა.