"ალიანსი საქართველოსთვის" აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები უშუალოდ ერევიან ეგზიტპოლების ჩატარების პროცესში. "ალიანსში" მიიჩნევენ, რომ ის შედეგები, რაც 8 საათზე ეგზიტპოლების ჩატრების შედეგად გამოქვეყნდება, შესაძლოა არ იყოს რეალური ვითარების ამსახველი და პროცესზე ცუდი გავლენა მოახდინოს. ამის შესახებ განცხადება "ალიანსის" საარჩევნო შტაბის სპიკეტმა ირაკლი ჩიქოვანმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები უშუალოდ ერევიან ეგზიტპოლების ჩატარების პროცესში. ისინი პირდაპირ კარნახობენ მათ, ვინც საველე სამუშაოს აწარმოებს, თუ ვინ უნდა გამოკითხონ. ასევე ერევიან ინტერვიუერების მიერ ანკეტების შევსებაში.
ჩიქოვანი აცხადებს, რომ შესაძლოა ეგზიტპოლების შედეგი არ აღმოჩნდეს რეალური ვითარების ამსახველი და ეს გამოყენებულ იქნას სპეკულაციისთვის. ჩიქოვანი აღნიშნავს, რომ ეს ხდება თითქმის ყველგან, სადაც კი ტარდება ეგზიტპოლები და ნაციონალური მოძრაობა ერევა სამივე კომპანიის საქმიანობაში.