17:00 საათისთვის თბილისის მასშატაბით არჩევნებში ამომრჩეველთა 33,5 პროცენტმა მიიღო მონაწილეობა. თბილისში ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებრივი მაუწყებელმა და კვლევითმა კომპანიამ GფK გამოაქვეყნეს.
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის დაკვეთით კომპანია GFK საარჩევნო უბნიდან გამოსული ამომრჩევლების გამოკითხვას - ეგზიტპოლს ატარებს. ეგზიტპოლი ტარდება თბილისის მასშტაბით და 50 საარჩევნო უბანს მოიცავს. საშუალოდ თითოეულ უბანზე გამოკითხული იქნება 100 ამომრჩეველი, სულ 5 000 რესპონდენტი.
კვლევის კითხვები ეხება თბილისის მერისა და ქალაქის საკრებულოს პარტიული სიით არჩევნებს. მაქსიმალური ცდომილება 2 პროცენტს შეადგენს.
12:00 საათის მონაცემებით თბილისში ამომრჩეველთა აქტივობამ 11,2 პროცენტი შეადგინა.
მონაცემები ყოველ საათში ერთხელ დამუშავდება და მაყურებელს პირველი არხის ეთერით მიეწოდება. დღის განმავლობაში დამუშავდება ინფორმაცია ამომრჩეველთა აქტივობაზე, საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ კი, გამოქვეყნდება წინასწარი და საბოლოო მონაცემები მერობის კანდიდატთა და პარტიების რეიტინგების შესახებ.