ძლიერი წვიმა აჭარაში. ახალსოფელში, სარფში, გონიოსა და კვარიათში ქუჩები და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დაიტბორა. დაზიანებულია საყოფაცხოვრებო ნივთები და ტექნიკა. განვითარდა მეწყრული პროცესებიც, რის გამოც სარფი-ბათუმის ცენტრალური გზა ერთი საათით ჩაიკეტა. როგორც სამაშველო სამსახურში აცხადებენ, სტიქიის ზონიდან ერთი ოჯახის ევაკუაციაც განხორციელდა.