დღეს, 2 ნოემბერს, საქართველოს პირველი ლედი სანდრა ელისაბედ რულოვსი საქართველოში დაბრუნდება. იგი ეთიოპიის დედაქალაქ ადის-აბებაში, "დედათა ჯანმრთელობის დაცვა _ ათასწლეულის განვითარების მიზანი 5" უმაღლესი დონის შეხვედრას დაესწრო
შეხვედრა ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ იყო ორგანიზებული. Pირველმა ლედიმ ადის აბებაში მონაწილეობა მიიღო მეოთხე საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენციაში მოსახლეობისა და განვითარების საკითხებზე სამოქმედო პროგრამის განხორციელების შესახებ. იგი ეთიოპიაში საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერთან და ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილესთან ერთად იმყოფებოდა.
ეთიოპიიდან პირველი ლედი მადრიდში გაემგზავრა, სადაც იგი შიდსისა და ტუბერკულოზის 12 ქართველ ექსპერტთან ერთად დაესწრო საერთაშორისო კონფერენციას თემაზე "ჯანმრთელობის დაცვა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში".