აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მოლდოვაში არ შეუშვეს. ოლეგ არშბა კიშინევის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, რის შემდეგაც ქვეყნიდან მისი დეპორტაცია განხორციელდა. არშბა დნესტრისპირეთის დეფაქტო ხელისუფლების მიწვევით ტირასპოლში აპირებდა ჩასვლას, სადაც 2 სექტემბერს არაღიარებული რესპუბლიკის შექმნის 26-ე წლისთავს იზეიმებენ.