უზბეკეთის პრეზიდენტს მოსკოვში მკურნალობის კურსი არ გაუვლია. ამის შესახებ პუტინის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. მისივე თქმით, კარიმოვის სამკურნალოდ უზბეკეთში არც რუსი მედიკოსები ჩასულან.
ინფორმაცია ისლამ კარიმოვის დაღუპვის შესახებ რუსულ მედიაში 3 დღის წინ გავრცელდა. მოგვიანებით კი უზბეკეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ კარიმოვი სტაციონალური მკურნალობის კურსს გადის.
78 წლის კარიმოვის ავადმყოფობის ფაქტს ადასტურებს მისი ქალიშვილი ლოლაც. მისი თქმით, პრეზიდენტი ამჟამად რეანიმაციის განყოფილებაში იმყოფება.