ამერიკული რაკეტამატარებლის, Falcon 9-ის სატესტო გამოცდა წარუმატებლად დასრულდა. SpaceX-ის მიერ წარმოებული აპარატი აფრენისთანავე აფეთქდა. ჯერჯერობით უცნობია, დაშავდა თუ არა ვინმე ინციდენტისას. აფეთქების მიზეზი ამ დრომდე ვერ დგინდება. რაკეტამატარებელს ორბიტაზე ებრაული თანამგზავრი უნდა გაეყვანა.