გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ საპილოტო პროექტი აამოქმედა. ურსულა ფონ დერ ლიაიენის უწყება სირიელ ლტოლვილებს მშენებლობაზე დაასაქმებს. ისინი სამშენებლო სამუშაოებს შეისწავლიან, რაც სამშობლოში დაბრუნების შემდეგ გამოადგებათ.
„სირიაში საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ კვალიფიზიური სპეციალისტები და მუშა-ხელი იქნება საჭირო. გერმანიაში მიღებულ ცოდნას მიგრანტები სამშობლოში გამოიყენებენ,“-აცხადებს გერმანიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი.
საპილოტე პროექტის ფარგლებში 120 სირიელი ლტოლვილი იქნება დასაქმებული.