ბესლანში „ნოვაია გაზეტასა“ და „ტაკიე დელას“ კორესპონდენტები დააკავეს. ელენა კოსტიუჩნკოს და დიანა ხაჩატრიანს პოლიციამ საპროტესტო აქციის გაშუქების უფლება არ მისცა. ჟურნალისტებთან ერთად განყოფილებაში აქციის მონაწილე ხუთი ქალბატონიც გადაიყვანეს, რომლებიც ტრაგედიის მიზეზების გამოძიებას მოითხოვდნენ.
შემზარავი ტრაგედია ჩრდილოეთ ოსეთში 2004 წლის 1 სექტემბერს დატრიალდა. ბესლანის პირველ საშუალო სკოლაში შეჭრილმა ტერორისტებმა მძევლად 1128 ადამიანი აიყვანეს. პოლიციამ შენობაზე შტურმი მიიტანა, რასაც 314 მძევალი ემსხვერპლა.