ბათუმში დღეს დილით ოთხბალიანი შტორმი დაფიქსირდა. რამდენიმესაათიანი ძლიერი წვიმის გამო ბათუმის ქუჩები კვლავ დაიტბორა.
დილიდან ადგილზე მობილიზებული არიან ბათუმის წყლის საავარიო სამსახურის თანამშრომლები და სამაშველო და სახანძრო სამსახურის წარმომადგენლები. დატბორილი საცხოვრებელი სახლებიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.