ავღანეთში მორიგი ტერორისტული აქტი განხორციელდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა გამთენიისას ლოგარის პროვინციაში ადმინისტრაციულ შენობასთან ამოქმედდა.
აფეთქებას 2 ადამიანი ემსხვერპლა, 10-მდე კი დაშავდა. რამდენიმე მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია, რის გამოც მსხვერპლი სავარაუდოდ გაიზრდება.